მთავარი › კომპანია › ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ბოლო განახლება: 11 ოქტომბერი, 2026

საიდან მოდის სახელი

„ოდედოო!“ ზემოიმერული, საქონლის დაძახებაა — ასე წერია „ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონაში“.

„საქონელს“ კი ქართულში ორი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მეორეს ვუხმობთ — ოდედოო!

რა არის odedoo

odedoo.com არის გაყიდვების პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მყიდველების მოთხოვნას. ერთობლივი შესყიდვით მყიდველები იღებენ პირობებს, რომლებიც ცალკე მყიდველისთვის მიუწვდომელია.

პროდუქტს ყიდულობთ ჩვენგან: ჩვენ ვიძენთ მას მომწოდებლისგან და ვყიდით საკუთარი სახელით. ამიტომ თქვენს შეკვეთაზე, დაბრუნებასა და გარანტიაზე პასუხს ჩვენ ვაგებთ.

რას გთავაზობთ

  • ჯგუფური შესყიდვა — მყიდველები ერთიანდებიან ერთ აქციაში; რაც მეტი შემოუერთდება, მით დაბალია ფასი ყველასთვის;
  • „მალე“ — წინასწარი შესყიდვა აქციის დაწყებამდე;
  • კომპლექტი — ერთი მომწოდებლის პროდუქტების ნაკრები შემცირებული ფასით;
  • ყიდვა — იხდით სრულ ფასს და იღებთ პროდუქტს.

როგორ ვმუშაობთ

  • რეგისტრაცია და პაროლი არ გჭირდებათ;
  • ყველა ფასი მოიცავს დღგ-ს და გადასახდელ თანხას ხედავთ გადახდამდე;
  • მიმდინარე აქციის პირობები არ იცვლება — იღებთ ზუსტად იმას, რაზეც შევთანხმდით;
  • პროდუქტს მოყვება მომწოდებლის გარანტია;
  • ბარათის მონაცემები ჩვენს სერვერებზე არ ინახება.

კომპანია

შპს „ენთროპია კონსალტინგი“ (Entropy Consulting LLC) საიდენტიფიკაციო კოდი: 402321126 მისამართი: თამაზ გამყრელიძის ქ. №12, თბილისი 0102, საქართველო ელ-ფოსტა: info@odedoo.com

მისია

რისთვის ვარსებობთ

ვაერთიანებთ მყიდველების მოთხოვნას, რომ მყიდველმა მიიღოს უკეთესი პირობები, ხოლო მომწოდებელმა — გარანტირებული, მოცულობითი შეკვეთა.

რისი გვჯერა

  • ერთად უკეთესია. ერთობლივი შესყიდვა მყიდველს აძლევს იმას, რასაც ცალკე ვერ მიიღებდა.
  • შეთანხმება არ იცვლება. მიმდინარე აქციის პირობები აქციის დასრულებამდე უცვლელია.
  • სიმშვიდე ზეწოლის ნაცვლად. არ გაჩქარებთ და არ გაიძულებთ. გადაწყვეტილებას იღებთ მაშინ, როცა მზად ხართ.
  • ნდობა საქმით მოდის. ჩვენს სანდოობას წარმატებით დასრულებული აქციები აჩვენებს.

გამოიწერე საიტი

ახალი აქციები და სიახლეები ელფოსტაზე.