FAQ
შესყიდვა
რა საფეხურებია?+
1. **მონაცემები.** უთითებთ სახელს, გვარს, პირად ნომერს, ტელეფონს, ელ-ფოსტას და მიწოდების ხერხს და მისამართს. 2. **ელ-ფოსტის კოდი.** ელ-ფოსტაზე მიიღებთ 6-ნიშნა კოდს და შეიყვანთ მას. 3. **საბოლოო ინვოისი.** ხედავთ პროდუქტს, რაოდენობას, მიწოდების ღირებულებას და გადასახდელ თანხას. 4. **გადახდა.** გადადიხართ გადახდის პროვაიდერის გვერდზე.
მჭირდება რეგისტრაცია?+
არა. ანგარიში და პაროლი არ გჭირდებათ.
კოდი არ მომივიდა. რა ვქნა?+
კოდი მოქმედებს 10 წუთი. ახლის მოთხოვნა შეგიძლიათ 60 წამის შემდეგ.
როდის გამოვიყენო ფასდაკლების კოდი?+
მესამე საფეხურზე, საბოლოო ინვოისში, გადახდამდე. კოდს წერთ შესაბამის ველში და ფასდაკლება მაშინვე აისახება თანხაში. თუ ბმულით შემოხვედით, რომელშიც კოდი უკვე არის, ველი ავტომატურად შეივსება.
კოდი არ იმოქმედა. რატომ?+
კოდი მოქმედებს მხოლოდ იმ პროდუქტზე, რომლისთვისაც არის გაცემული. თუ კოდი პროდუქტზე არ მოქმედებს, შესყიდვას აგრძელებთ სრულ ფასად.
როდის გადავდივარ გადახდაზე?+
როცა საბოლოო ინვოისში მონიშნავთ სამივე თანხმობას: საიტის წესებსა და პირობებზე, 18 წლამდე პირების წესებზე და პროდუქტის ან აქციის პირობებზე. მანამდე გადახდის ღილაკი არ აქტიურდება.
რამდენი დრო მაქვს გადასახდელად?+
გადახდის დაწყებიდან ფასი და მარაგი იჯავშნება 15 წუთით.
რას ნიშნავს კომპლექტი?+
ეს არის ერთი მომწოდებლის პროდუქტების ნაკრები შემცირებული ფასით. ნაწილი პროდუქტებისა სავალდებულოა; დანარჩენის დამატება და რაოდენობის შეცვლა შეგიძლიათ. კომპლექტს ყიდულობთ მაშინვე, დეპოზიტის გარეშე.
ჯგუფური და დეპოზიტი
რას ნიშნავს ჯგუფური შესყიდვა?+
ეს არის აქცია, რომელშიც მყიდველები ერთიანდებიან ერთი პროდუქტის შესაძენად. აქციას აქვს მიზნობრივი რაოდენობა და დასრულების თარიღი. რაც მეტი ადამიანი შემოუერთდება, მით დაბალია ფასი ყველასთვის.
როგორ შევუერთდე?+
გადიხართ იმავე ოთხ საფეხურს, ოღონდ იხდით არა სრულ ფასს, არამედ დეპოზიტს.
რა ხდება, როცა აქცია დასრულდება?+
- თუ აქცია შედგა — იღებთ წერილს და იხდით დარჩენილ თანხას აქციის დასრულებიდან 2 საბანკო დღის განმავლობაში, წერილის ბმულით ან სტატუსის გვერდიდან; - თუ აქცია ვერ შედგა — დეპოზიტი სრულად გიბრუნდებათ ბარათზე.
შემიძლია გადავიფიქრო?+
დიახ. აქციიდან გასვლა შეგიძლიათ სტატუსის გვერდიდან, აქციის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 საბანკო დღისა.
რა მოხდება, თუ დარჩენილ თანხას არ გადავიხდი?+
დეპოზიტი არ ბრუნდება და მომხმარებელი ხვდება შავ სიაში. დეტალები: „დეპოზიტის წესები“.
რას ნიშნავს „მალე“?+
ეს არის აქციის წინასწარი ფაზა, აქციის დაწყებამდე. შეგიძლიათ პროდუქტი წინასწარ შეიძინოთ დეპოზიტით.
როგორ ვიყიდო?+
გადიხართ იმავე ოთხ საფეხურს და იხდით დეპოზიტს. როცა აქცია დაიწყება, მიიღებთ წერილს და გადაიხდით დარჩენილ თანხას.
რა ხდება, თუ აქციის დაწყება გადაიდო?+
შეგიძლიათ დეპოზიტი სრულად დაიბრუნოთ. თუ აქცია აღარ შედგება, დეპოზიტი სრულად ბრუნდება.
გადახდა
როგორ ვიხდი?+
საბანკო ბარათით, გადახდის პროვაიდერის დაცულ გვერდზე.
ინახება ჩემი ბარათის მონაცემები odedoo-ზე?+
არა. ბარათის მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ გადახდის პროვაიდერი.
გადახდა არ დასრულდა. ჩამომეჭრა თანხა?+
არა. თუ გადახდა არ დასრულდა, თანხა არ ჩამოგეჭრებათ და შეგიძლიათ ხელახლა სცადოთ.
სად ვნახო ჩემი შეკვეთა?+
სტატუსის გვერდზე: შეიყვანეთ შეკვეთის ნომერი ან აქციის კოდი და ელ-ფოსტაზე მიღებული ერთჯერადი კოდი.