მთავარი › კომპანია › ინვესტორებისთვის

ინვესტორებისთვის

ბოლო განახლება: 11 ოქტომბერი, 2026

ეს გვერდი აღწერს Entropy-ის გაყიდვების ეკოსისტემას მთლიანად. odedoo.com მისი პირველი პლატფორმაა.

01 · საქართველოს ბაზარი ციფრებში

მაჩვენებელიციფრიწყარო
ონლაინ-გაყიდვები3.5 მლრდ ₾ (2024); 2018 წლიდან გაიზარდა 10-ჯერGalt & Taggart, დეკემბერი 2025
პროგნოზი4.7 მლრდ ₾ (2025) → 10.7 მლრდ ₾ (2030), წლიური ზრდა დაახლოებით 20.5 %Galt & Taggart
ზრდა+40.6 % წინა წელთან შედარებით, 2025 წლის I ნახევარიGalt & Taggart
ონლაინ-გაყიდვების წილი საცალო გაყიდვებში6.1 % (2024) → 8.0 % (2025 წლის I ნახევარი)Galt & Taggart
ბოლო 12 თვეში ონლაინ იყიდა15 წლის და უფროსი ასაკის ინტერნეტ-მომხმარებელთა 37.4 %; 15–29 წლის ასაკში — 61.1 %საქსტატი, 02.09.2025
პროდუქტს ონლაინ ეძებს47.7 % (ყიდულობს 37.4 %)საქსტატი
ინტერნეტით სარგებლობა6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 87.9 %; 99.5 % — მობილურით; 96.0 % — სოციალური ქსელებითსაქსტატი
ონლაინ გამყიდველი კომპანიებიკომპანიების დაახლოებით 4.0 % (ევროკავშირში 20.6 %)Galt & Taggart
საზღვარგარეთიდან ამანათები, 202520 მლნ ამანათი · 2 მლრდ ₾ · დაახლოებით 70 % ჩინეთიდანელექტრონული კომერციის ასოციაცია / შემოსავლების სამსახური
ბარათით გადახდებითვეში 113 მლნ-ზე მეტი ტრანზაქცია; 10.2 მლნ სადებეტო ბარათიUS ITA, ივნისი 2025

მონაცემები მოძიებულია 2026 წლის 25 სექტემბერს და ახლდება ყოველწლიურად.

02 · Entropy-ის გაყიდვების ეკოსისტემა

Entropy აერთიანებს პლატფორმებს ერთიანი წესებით. ყველა პლატფორმა იყენებს საბოლოო მომხმარებელთან უკეთესი წვდომის შესაძლებლობებს და უქმნის მას უკეთეს შესყიდვის პირობებს.

ხუთი მოდელი, რომელიც სხვაგან ცალ-ცალკე აშენდა, აქ პირველივე დღიდან ერთად მუშაობს:

  • ჯგუფური შესყიდვა;
  • წინასწარი შესყიდვა („მალე“);
  • კომპლექტები;
  • Entropy-ის ქსელი (entropy.ge);
  • მომწოდებლის სისტემასთან ინტეგრაცია.

03 · პლატფორმები

სტატუსიპლატფორმა
მოქმედიodedoo.com — სამომხმარებლო პროდუქტები
მზადების პროცესშიendro.ge — აგრო
დაგეგმილიუძრავი ქონება
დაგეგმილიავტო
დაგეგმილიმშენებლობა და რემონტი
დაგეგმილიHoReCa (B2B)
დაგეგმილიბიზნეს-აღჭურვილობა (B2B)
დაგეგმილიტურიზმი
დაგეგმილიგანათლება
დაგეგმილისხვა

04 · რეგიონული გაფართოება

ახალ ქვეყანაში შედის მთელი ეკოსისტემა — Entropy თავისი პლატფორმებით — და არა მხოლოდ odedoo.

ეტაპიქვეყნები
1საქართველო
2სომხეთი, აზერბაიჯანი, ცენტრალური აზიის ქვეყნები
3უკრაინა
4მოლდოვა, პოლონეთი

05 · ინვესტორის ჩართულობა

ინვესტიციას ვეძებთ ეკოსისტემის ახალი პლატფორმებისა და ახალი რეგიონებისთვის. რეგიონში ჩართვა ნიშნავს ეკოსისტემის შეტანას თქვენს ქვეყანაში. ამის ორი გზაა:

  • რეგიონული პარტნიორი — გუნდი, რომელიც ეკოსისტემას აწარმოებს და მართავს თავის რეგიონში;
  • რეგიონული ინვესტორი — აფინანსებს რეგიონში ამ სტრუქტურის შექმნას.

ერთი და იგივე მხარე შეიძლება იყოს ორივე.

როგორ მიმდინარეობს:

1. გვწერთ info@odedoo.com-ზე; 2. ვაფორმებთ კონფიდენციალურობის შეთანხმებას (NDA); 3. გიზიარებთ ფინანსურ მონაცემებს; 4. ვხვდებით.

მოითხოვე NDA → info@odedoo.com

06 · ხშირი კითხვები

სად ვნახო ფინანსური მონაცემები?

საოპერაციო მონაცემები საჯაროა. ფინანსურ მონაცემებს გიზიარებთ მოთხოვნით, კონფიდენციალურობის შეთანხმების (NDA) გაფორმების შემდეგ.

რისთვის გამოიყენება ინვესტიცია?

ეკოსისტემის ახალი პლატფორმებისა და ახალი რეგიონების გასაშვებად.

ეს ფასიანი ქაღალდების შეთავაზებაა?

არა. იხ. განმარტება გვერდის ბოლოს.

07 · გუნდი

*(ივსება ავტომატურად.)*

---

ეს გვერდი არ არის ფასიანი ქაღალდების შეთავაზება. პროგნოზები შეიძლება შეიცვალოს.

გამოიწერე საიტი

ახალი აქციები და სიახლეები ელფოსტაზე.