გახდი მომწოდებელი
რატომ odedoo
- გარანტირებული, მოცულობითი შეკვეთები. ვაერთიანებთ მყიდველების მოთხოვნას და შეკვეთას იღებთ ერთიანი მოცულობით;
- ნაკლები რისკი. ჯგუფურ შესყიდვასა და „მალე“ ფაზაში მოთხოვნა წინასწარ გროვდება — იცით, რამდენი იყიდება, სანამ პროდუქტს მოამზადებთ ან შემოიტანთ;
- ბაზრის კვლევა მინიმალური ხარჯით. აქცია გაჩვენებთ, აქვს თუ არა პროდუქტს მოთხოვნა და რა ფასად, მარაგში ჩადებული თანხის გარეშე;
- თქვენი ფასი, საკომისიოს გარეშე. ვყიდულობთ თქვენს პროდუქტს თქვენს ფასად და ვყიდით საკუთარი სახელით;
- პროცესს და მარკეტინგს ჩვენ ვმართავთ. თქვენ გვაწვდით პროდუქტს და ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ თქვენი სისტემიდან ან შეგყავთ მომწოდებლის კაბინეტში.
ვის შეუძლია
იურიდიულ პირებს: იმპორტიორებს, მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს, დიზაინერებს და სხვა მეწარმეებს. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ადგილობრივ მწარმოებლებს.
როგორ ვიწყებთ
1. ავსებთ განაცხადს; 2. განვიხილავთ და გიპასუხებთ ელ-ფოსტით; 3. ვაფორმებთ ხელშეკრულებას; 4. იღებთ წვდომას მომწოდებლის კაბინეტზე და ამატებთ პროდუქტებს.
განაცხადი
- კომპანიის სახელი;
- საიდენტიფიკაციო კოდი;
- დღგ-ის გადამხდელი: კი / არა;
- საკონტაქტო პირი;
- ტელეფონი;
- ელ-ფოსტა;
- მოკლე აღწერა;
- ვებ-გვერდი.
პირობები: „მომწოდებლის პირობები“.
განაცხადი