Rules for under-18s
odedoo.com · ვერსია 1.0 · პროექტი, იურისტის გადასახედად
გამოქვეყნების თარიღი: [ავტომატური — გამოქვეყნების მომენტი]
1. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე წესები ვრცელდება odedoo.com-ზე და მასთან დაკავშირებულ სერვისებზე, რომლებსაც მართავს შპს „ენთროპია კონსალტინგი“ (Entropy Consulting LLC, ს/კ 402321126, თამაზ გამყრელიძის ქ. №12, თბილისი 0102, საქართველო).
1.2. ეს წესები „წესები და პირობების“ განუყოფელი ნაწილია. შესყიდვისას მყიდველი ცალკე მონიშვნით ადასტურებს, რომ გაეცნო ამ წესებს და იცავს მათ. თანხმობა ინახება შეკვეთასთან ერთად, წესების იმ ვერსიით, რომელიც შესყიდვის მომენტში მოქმედებდა.
2. ასაკობრივი ზღვარი
2.1. odedoo-ზე შესყიდვა, აქციაში ან კომპლექტში მონაწილეობა, დეპოზიტის გადახდა, Wallet-ის გამოყენება და შეკვეთასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედება (გასვლა, დაბრუნება, მისამართის შეცვლა, თანხის გატანა) დაშვებულია მხოლოდ 18 წლის და უფროსი ასაკის პირისთვის.
2.2. ასაკობრივი ზღვარი ერთნაირია ყველა ქვეყანაში, სადაც odedoo მუშაობს, მიუხედავად ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი სრულწლოვანების ასაკისა. [იურისტს: შეამოწმეთ, საჭიროა თუ არა ქვეყნების მიხედვით დათქმა.]
2.3. ასაკს ვაფიქსირებთ შესყიდვისას მითითებული მონაცემებით. odedoo უფლებამოსილია, საეჭვო შემთხვევაში, მოითხოვოს ასაკის დამადასტურებელი ინფორმაცია. მონაცემები მუშავდება „კონფიდენციალურობის პოლიტიკისა“ და „პირადი ნომრისა და AML პოლიტიკის“ შესაბამისად.
3. რა არის აკრძალული
3.1. 18 წლამდე პირს ეკრძალება:
- შესყიდვის განხორციელება საკუთარი ან სხვისი სახელით;
- სხვა პირის (მათ შორის მშობლის) საბანკო ბარათის ან გადახდის საშუალების გამოყენება;
- აქციაში ან კომპლექტში მონაწილეობა და დეპოზიტის გადახდა;
- ერთჯერადი კოდის (OTP) ან წერილის ბმულის გამოყენება შეკვეთის სამართავად.
3.2. სრულწლოვან პირს ეკრძალება:
- შესყიდვისას 18 წლამდე პირის მონაცემების მითითება;
- 18 წლამდე პირისთვის საკუთარი მონაცემების, ელ-ფოსტის, ერთჯერადი კოდის ან გადახდის საშუალების გადაცემა შესყიდვის მიზნით.
3.3. სრულწლოვან პირს შეუძლია შეიძინოს პროდუქტი 18 წლამდე პირისთვის (მაგ. საჩუქრად) საკუთარი სახელით და საკუთარი მონაცემებით. ამ შემთხვევაში მყიდველად ითვლება სრულწლოვანი პირი.
4. ასაკობრივი შეზღუდვის მქონე პროდუქტები
4.1. თუ მწარმოებელი ან კანონმდებლობა პროდუქტისთვის ადგენს ასაკობრივ შეზღუდვას ან რეკომენდაციას, ეს მითითებულია პროდუქტის გვერდზე, ჩანართში „მახასიათებლები“ ან „პირობები“.
4.2. მყიდველი პასუხისმგებელია, რომ პროდუქტი გამოიყენოს მწარმოებლის ასაკობრივი მითითებების შესაბამისად, მათ შორის მაშინ, როცა პროდუქტს სხვა პირისთვის ყიდულობს.
4.3. odedoo-ზე არ იყიდება „პარტნიორის პირობებში“ ჩამოთვლილი აკრძალული პროდუქცია: აზარტული თამაშები, ალკოჰოლი, ნარკოტიკული საშუალებები, თამბაქო, ეროტიკული პროდუქცია, იარაღი (გარდა სამოქალაქო დანიშნულებისა), ფასიანი ქაღალდები და კრიპტოვალუტა, პოლიტიკური და რელიგიური პროდუქცია. [იურისტს: შეამოწმეთ, საჭიროებს თუ არა დაშვებული რომელიმე კატეგორია (მაგ. ელ-ტრანსპორტი, სამოქალაქო იარაღი) დამატებით ასაკობრივ წესს.]
5. მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა
5.1. მომხმარებელი პასუხს აგებს მისი სახელით, მისი მონაცემებით ან მისი გადახდის საშუალებით 18 წლამდე პირის მიერ განხორციელებულ ყველა მოქმედებაზე.
5.2. მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც აღმოაჩენს 18 წლამდე პირის მიერ განხორციელებულ შესყიდვას, შეუძლია მოგვმართოს პუნქტ 7-ში მითითებული გზით.
6. დარღვევის შედეგები
6.1. თუ დადგინდა, რომ შესყიდვა 18 წლამდე პირმა განახორციელა, odedoo:
- აუქმებს შეკვეთას ან აქციაში მონაწილეობას, თუ პროდუქტი ჯერ არ არის მიწოდებული;
- აბრუნებს გადახდილ თანხას იმავე გადახდის საშუალებაზე, იმავე პროვაიდერით. [იურისტს: სრული თანხა თუ ბანკის საკომისიოს გამოკლებით; სამოქალაქო კოდექსით არასრულწლოვნის გარიგების ბათილობის / შეცილების წესი.];
- თუ პროდუქტი უკვე მიწოდებულია, თანხის დაბრუნება ხდება პროდუქტის დაბრუნების შემდეგ, „წესები და პირობების“ დაბრუნების ნაწილის შესაბამისად. [იურისტს: დააზუსტეთ.]
6.2. 18 წლამდე პირის პერსონალური მონაცემები იშლება „კონფიდენციალურობის პოლიტიკის“ შესაბამისად, გარდა იმ მონაცემებისა, რომელთა შენახვაც კანონით არის სავალდებულო.
6.3. სრულწლოვანი პირის მიერ პუნქტ 3.2-ის დარღვევისას odedoo უფლებამოსილია შეზღუდოს მისი მიერ პლატფორმის გამოყენება „წესები და პირობების“ შესაბამისად.
7. შეტყობინება
თუ ფიქრობთ, რომ შესყიდვა 18 წლამდე პირმა განახორციელა, მოგვწერეთ info@odedoo.com-ზე. მიუთითეთ შეკვეთის ნომერი ან აქციის ID. მოთხოვნა განიხილება „საჩივრების განხილვის წესით“ დადგენილ ვადებში.
8. ცვლილებები
odedoo უფლებამოსილია შეცვალოს ეს წესები. ახალი ვერსია ქვეყნდება გამოქვეყნების დღის თარიღით და ვრცელდება ახალ შესყიდვებზე. მიმდინარე შესყიდვებზე მოქმედებს ის ვერსია, რომელსაც მყიდველი დაეთანხმა. წინა ვერსიები ხელმისაწვდომია გვერდზე „წესების ვერსიების ისტორია“.