Home › For partners › Supplier terms

Supplier terms

Last updated: 11 October 2026

Version 2.0 · პროექტი · იურისტის გადასახედი · Georgian text — the English version is in preparation

odedoo.com · ვერსია 2.0 · პროექტი, იურისტის გადასახედად

პროექტი. ცვლის 2026 წლის 27 აპრილის „ურთიერთობის პირობები პარტნიორებისთვის“. მთავარი ცვლილება: odedoo აღარ არის შუამავალი, ის ყიდულობს პროდუქტს მომწოდებლისგან და ყიდის საკუთარი სახელით (აგრეგატორის მოდელი).

1. ვის ვთანამშრომლობთ

ვთანამშრომლობთ იმპორტიორებთან, მწარმოებლებთან, დისტრიბუტორებთან, დიზაინერებთან და სხვა მეწარმეებთან — იურიდიულ პირებთან, დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მითითებით. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ადგილობრივ მწარმოებლებს, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მონაწილეებს.

2. აკრძალული პროდუქტები

ლატარიები, აზარტული თამაშები და მსგავსი პროდუქტები; ალკოჰოლი და ნარკოტიკული საშუალებები; წამლები და მედიკამენტები, მცენარეული დანამატების და „გამაჯანსაღებლად“ შეთავაზებული პროდუქტების ჩათვლით; თამბაქო და თამბაქოს შემცველი პროდუქტი; ეროტიული პროდუქცია; ადამიანის ან ცხოველის ნაშთები; საბრძოლო იარაღი და მასალები (გარდა კანონით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღისა); ფასიანი ქაღალდები, ციფრული აქტივები, ობლიგაციები, საინვესტიციო და სხვა საფინანსო პროდუქტები; პოლიტიკური ან რელიგიური კუთვნილების, პროპაგანდის ან სიმბოლიკის შემცველი პროდუქტი.

3. თანამშრომლობის მოდელი

3.1. odedoo ყიდულობს პროდუქტს მომწოდებლისგან შეთანხმებულ ფასად (მომწოდებლის ფასი) და ყიდის საკუთარი სახელით, საკუთარ საცალო ფასად. odedoo-ს მარჟა შედის საცალო ფასში და მომწოდებელს საკომისიო არ ეკისრება.

3.2. ყოველ აქციაზე ფორმდება აქციის შეთანხმება (ყოფილი „ლოტის დანართი“), რომელშიც მითითებულია: პროდუქტი; მომწოდებლის ფასი; აქციის ტიპი (ჯგუფური / კომპლექტი / „მალე“); მიზნობრივი რაოდენობა და რენტაბელობის ზღვარი; ფასის საფეხურები; აქციის ვადა (რომელიც ასახავს მომწოდებლის რეალურ ვალდებულებას, მაგ. რაოდენობის შენარჩუნების ვადას); მიწოდების ვადა და ხერხი; გარანტიის პირობები; სხვა შეთანხმებული პირობები.

3.3. კომპლექტი იწყობა მხოლოდ ერთი მომწოდებლის პროდუქტებისგან, რომელთა ჯამი აკმაყოფილებს მომწოდებლის წინასწარ შეთანხმებულ მოცულობით ფასდაკლებას.

3.4. „მალე“ ფაზაში მომწოდებელი უთითებს მოსალოდნელ ჩამოსვლის თვეს და დაუყოვნებლივ აცნობებს odedoo-ს ნებისმიერ შეფერხებაზე.

4. პროდუქტის ინფორმაცია

4.1. მომწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს სრული და უტყუარი ინფორმაცია: (ა) დასახელება, მოდელი და სახე; (ბ) ფასი; (გ) მარაგი; (დ) მიწოდების ვადა; (ე) მწარმოებელი და წარმოების ქვეყანა; (ვ) ვარგისობის ვადა, საჭიროების შემთხვევაში; (ზ) ტექნიკური და ფიზიკური მახასიათებლები; (თ) გამოყენებისა და შენახვის წესები; (ი) საგარანტიო ვადა და პირობები; (კ) ფოტოები და ფაილები (დატაშიტი, საგარანტიო ტალონი, მონტაჟის სქემა და ა.შ.); ასევე კანონით მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია.

4.2. ინფორმაცია გადმოეცემა მომწოდებლის სისტემიდან (API, ავტომატურად განახლებადი ფაილი, საიტიდან წაკითხვა) ან შეიყვანება მომწოდებლის კაბინეტში. მომწოდებელი პასუხს აგებს ფასისა და მარაგის სიზუსტეზე.

4.3. odedoo უფლებამოსილია შეასწოროს, თარგმნოს, დაფორმატოს ან წაშალოს კონტენტი და გამოიყენოს ის, მომწოდებლის სავაჭრო ნიშნის ჩათვლით, პლატფორმასა და სოციალურ ქსელებში ჰონორარის გარეშე. მომწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ კონტენტი არ არღვევს მესამე პირთა უფლებებს.

5. ანგარიშსწორება

5.1. მყისიერი გაყიდვა (სტანდარტული, კომპლექტი): ანგარიშსწორება იწყება გადახდისას, მიწოდების ინფორმაციასთან ერთად [დააზუსტეთ ვადა].

5.2. აქცია დეპოზიტით (ჯგუფური, „მალე“): ანგარიშსწორება ხდება აქციის შედგომის და მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენის შემდეგ, 3 სამუშაო დღის განმავლობაში. შესაძლებელია ნაწილობრივი ანგარიშსწორება, მიწოდებული რაოდენობის შესაბამისად.

5.3. ანგარიშსწორება უნაღდოა. რეზიდენტთან — ლარში. არარეზიდენტთან — EUR ან USD-ში, გადარიცხვის დღის ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, მაგრამ არაუმეტეს აქციის შეთანხმებაში დაფიქსირებული ლარის თანხისა.

5.4. odedoo უფლებამოსილია სრულად ან ნაწილობრივ შეაკავოს თანხა, თუ: მყიდველთა მნიშვნელოვანი ნაწილი ითხოვს დაბრუნებას წუნის გამო; პროდუქტი არ შეესაბამება აღწერას; არსებობს თაღლითობის ან პირობების დარღვევის ნიშნები; ან მოლოდინშია მოთხოვნილი ინფორმაცია.

6. დაბრუნება და გარანტია

6.1. odedoo მყიდველის წინაშე ასრულებს მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს. წუნიანი ან აღწერასთან შეუსაბამო პროდუქტის დაბრუნების ან შეცვლის ხარჯს ანაზღაურებს მომწოდებელი [დააზუსტეთ მექანიზმი].

6.2. მომწოდებელი უზრუნველყოფს საგარანტიო მომსახურებას აქციის შეთანხმებით განსაზღვრული პირობებით.

7. მყიდველის მონაცემები

მომწოდებელი იღებს მყიდველის მონაცემებს მხოლოდ მიწოდების, მონტაჟისა და გარანტიისთვის საჭირო მოცულობით და იყენებს მათ მხოლოდ ამ მიზნით. მარკეტინგისთვის ან სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. მომწოდებელი იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას და odedoo-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

8. ინფორმაციის მოთხოვნა

odedoo უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაცია პროდუქტზე, მიწოდებაზე, დოკუმენტაციაზე და კომპანიის მფლობელებზე; მომწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ის 4 სამუშაო დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ითვლება პირობების არსებით დარღვევად.

9. აქციის შეჩერება

odedoo უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აქცია, თუ არსებობს შესრულების რისკი, პირობების დარღვევა ან გარემოებების არსებითი ცვლილება; ამ შემთხვევაში მყიდველებს თანხა უბრუნდებათ და odedoo უფლებამოსილია მოითხოვოს მომწოდებლისგან უკვე გადახდილი თანხის და ზიანის ანაზღაურება.

10. დამატებითი სერვისები

odedoo-ს შეუძლია შესთავაზოს მომწოდებელს დამატებითი სერვისები (კონტენტის მომზადება, დიზაინი, ლოჯისტიკა და სხვ.) ცალკე შეთანხმებით.

11. სამართალი და დავები

პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით; დავა განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. კონტაქტი: info@odedoo.com.

Subscribe to the site

New campaigns and news by email.