Home › Rules and compliance › Terms and conditions

Terms and conditions

Last updated: 11 October 2026

Version 2.0 · პროექტი · იურისტის გადასახედი · Georgian text — the English version is in preparation

odedoo.com · ვერსია 2.0 · პროექტი, იურისტის გადასახედად

პროექტი. კვადრატულ ფრჩხილებში [ ] მოცემულია დასაზუსტებელი მნიშვნელობები ან იურისტისთვის შეკითხვები. გამოქვეყნების თარიღი: [—].

1. ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე წესები და პირობები (შემდგომში „წესები“) არეგულირებს ვებ-გვერდით www.odedoo.com (შემდგომში „odedoo“ ან „პლატფორმა“) სარგებლობას და პლატფორმაზე პროდუქტის შეძენას.

1.2. პლატფორმას ფლობს და მართავს შპს „ენთროპია კონსალტინგი“ (Entropy Consulting LLC), საიდენტიფიკაციო კოდი 402321126, მისამართი: თამაზ გამყრელიძის ქ. №12, თბილისი 0102, საქართველო (შემდგომში „ჩვენ“ ან „კომპანია“). ელ-ფოსტა: info@odedoo.com.

1.3. წესების განუყოფელი ნაწილია: კონფიდენციალურობის პოლიტიკა, Cookie-პოლიტიკა, პირადი ნომრის და AML პოლიტიკა, 18 წლამდე პირების შესყიდვაში მონაწილეობის წესები, საჩივრების განხილვის წესი და კონკრეტული პროდუქტის ან აქციის პირობები (პროდუქტის ან აქციის გვერდის ჩანართი „პირობები“).

1.4. შესყიდვისას მყიდველი ცალკე მონიშვნით ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება: (ა) წინამდებარე წესებს; (ბ) 18 წლამდე პირების შესყიდვაში მონაწილეობის წესებს; (გ) კონკრეტული პროდუქტის ან აქციის პირობებს. შესყიდვას არეგულირებს ამ დოკუმენტების ის ვერსია, რომელსაც მყიდველი დაეთანხმა; ეს ვერსია ინახება შეკვეთასთან ერთად.

2. ტერმინები

  • მყიდველი — ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პლატფორმაზე ყიდულობს პროდუქტს ან მონაწილეობს აქციაში.
  • მომწოდებელი — იურიდიული პირი, რომლისგანაც კომპანია იძენს პლატფორმაზე გასაყიდ პროდუქტს.
  • სტანდარტული შესყიდვა — პროდუქტის მყისიერი შეძენა სრული ღირებულების გადახდით.
  • აქცია — ვადიანი შეთავაზება საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდით (მაგ. G-26042-3017): ჯგუფური შესყიდვა ან კომპლექტი, მათ შორის მათი წინასწარი ფაზა „მალე“.
  • ჯგუფური შესყიდვა — აქცია, რომელიც შედგება, თუ დადგენილ ვადაში მიიღწევა მიზნობრივი რაოდენობა.
  • ფასის საფეხური — ჯგუფურ შესყიდვაში რაოდენობის ზღვარი, რომლის მიღწევისას ფასი ყველა მონაწილისთვის მცირდება.
  • კომპლექტი — ერთი მომწოდებლის პროდუქტების ნაკრები, შემცირებული ფასით.
  • „მალე“ — აქციის წინასწარი ფაზა იმ პროდუქტზე, რომელიც ჯერ არ ჩამოსულა; ამ ფაზაში ხდება წინასწარი შესყიდვა დეპოზიტით, ფიქსირებულ ფასად.
  • დეპოზიტი — აქციაში მონაწილეობისას გადახდილი თანხა (აქციის ღირებულების 3–5%, კონკრეტული პროცენტი მითითებულია აქციის პირობებში).
  • დარჩენილი თანხა — პროდუქტის საბოლოო ღირებულებას და მიწოდების ღირებულებას გამოკლებული დეპოზიტი.
  • Wallet — მყიდველის ბალანსი პლატფორმაზე, რომელზეც აისახება დაბრუნებული თანხები.
  • აფილიატის კოდი — კოდი, რომელიც პროდუქტის პირობებით გათვალისწინებულ ფასდაკლებას იძლევა.

3. კომპანიის როლი

3.1. პლატფორმაზე წარმოდგენილ პროდუქტს კომპანია იძენს მომწოდებლისგან და მყიდველს ყიდის საკუთარი სახელით. შესაბამისად, მყიდველისთვის გამყიდველი არის კომპანია და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები კომპანიას ეკისრება. [იურისტს: დაადასტურეთ ფორმულირება აგრეგატორის მოდელისთვის.]

3.2. პროდუქტის გვერდზე მითითებულია მომწოდებლის სახელი და ბმული მის ვებ-გვერდზე. ბმული გამოიყენება ინფორმაციისთვის და მომწოდებლის ვებ-გვერდი კომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლებს სცილდება.

4. შესყიდვის სახეები

4.1. სტანდარტული შესყიდვა. მყიდველი იხდის პროდუქტის და მიწოდების სრულ ღირებულებას; შეკვეთა მუშავდება გადახდისთანავე.

4.2. ჯგუფური შესყიდვა. (ა) მყიდველი უერთდება აქციას დეპოზიტის გადახდით. (ბ) აქციის გვერდზე მითითებულია მიზნობრივი რაოდენობა, დასრულების თარიღი და საათი, ფასის საფეხურები და დეპოზიტის ოდენობა. (გ) ფასის საფეხურის მიღწევისას ფასი მცირდება ყველა მონაწილისთვის; საბოლოო ფასი დგინდება აქციის დასრულებისას. (დ) თუ დასრულების მომენტისთვის მიზნობრივი რაოდენობა მიიღწევა, აქცია „შედგა“ და მყიდველს ეგზავნება შეტყობინება დარჩენილი თანხის გადასახდელად. (ე) თუ მიზნობრივი რაოდენობა არ მიიღწევა, აქცია „ვერ შედგა“ და დეპოზიტი სრულად ბრუნდება (მუხლი 6). (ვ) თუ რაოდენობა მიზნობრივზე ნაკლებია, მაგრამ აქციის შესრულება მაინც ეკონომიკურად შესაძლებელია, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომპანია და აცნობებს მონაწილეებს.

4.3. „მალე“ (წინასწარი შესყიდვა). (ა) მყიდველი იხდის დეპოზიტს იმ პროდუქტზე, რომელიც ჯერ არ ჩამოსულა; ფასი ფიქსირებულია და არ იცვლება. (ბ) გვერდზე მითითებულია მოსალოდნელი ჩამოსვლის თვე. მიწოდების დეტალები ზუსტდება აქციის სტატუსის ცვლილებისას. (გ) ჩამოსვლისას აქცია იმავე კოდით გრძელდება როგორც ჯგუფური შესყიდვა ან კომპლექტი; მყიდველს ეგზავნება შეტყობინება დარჩენილი თანხის გადასახდელად. (დ) თუ ჩამოსვლა გადაიდო, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს დეპოზიტის სრული დაბრუნება. (ე) თუ პროდუქტი ვერ ჩამოვა, აქცია „ვერ შედგა“ და დეპოზიტი სრულად ბრუნდება.

4.4. კომპლექტი. (ა) მყიდველს შეუძლია კომპონენტების რაოდენობის შეცვლა კომპლექტით განსაზღვრული მინიმუმისა და მაქსიმუმის ფარგლებში. (ბ) კომპლექტის შეძენა მყისიერია; „მალე“ ფაზაში მყოფ კომპლექტზე მოქმედებს მუხლი 4.3. (გ) კომპონენტის მარაგის ამოწურვისას კომპონენტი კომპლექტიდან ამოიღება. ეს არ ეხება უკვე შეძენილ კომპლექტებს.

5. შესყიდვის პროცესი

5.1. მყიდველი უთითებს: სახელს, გვარს, პირად ნომერს (უცხოელის შემთხვევაში პასპორტის ნომერს), ტელეფონს, ელ-ფოსტას და მიწოდების ხერხს და მისამართს. მიწოდების მისამართი სავალდებულოა დეპოზიტის გადახდისასაც.

5.2. ელ-ფოსტა დასტურდება ერთჯერადი კოდით (OTP) ყოველ შესყიდვაზე.

5.3. საბოლოო ინვოისში მყიდველი ხედავს რაოდენობას, მიწოდების ღირებულებას, ფასდაკლებას (ასეთის არსებობისას), Wallet-ის გამოყენებას და გადასახდელ თანხას, ირჩევს გადახდის მეთოდს და მონიშნავს პუნქტი 1.4-ით გათვალისწინებულ თანხმობებს.

5.4. „გადახდის“ დაჭერისას ხდება ფასის, მარაგის, კოდის და აქციის სტატუსის შემოწმება, ხოლო ფასი და მარაგი იჯავშნება 15 წუთით. გადახდა ხორციელდება გადახდის პროვაიდერის გვერდზე.

5.5. თუ გადახდა კომპანიამ მიიღო ჯავშნის ვადის გასვლის შემდეგ, შეკვეთა სრულდება, თუ ეს შესაძლებელია; წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა სრულად ბრუნდება გადახდის წყაროზე და მყიდველი იღებს შეტყობინებას.

5.6. ბარათის მონაცემები მუშავდება მხოლოდ გადახდის პროვაიდერის მიერ და კომპანიის სერვერებზე არ ინახება.

6. დეპოზიტი

6.1. დეპოზიტის ბედი დამოკიდებულია აქციის შედეგზე: (ა) აქცია შედგა და მყიდველმა გადაიხადა დარჩენილი თანხა — დეპოზიტი ჩაითვლება ღირებულებაში. (ბ) აქცია ვერ შედგა, შეჩერდა ან გაუქმდა (მყიდველის ბრალის გარეშე) — დეპოზიტი სრულად ბრუნდება. (გ) აქცია შედგა, მაგრამ მყიდველმა დადგენილ ვადაში არ გადაიხადა დარჩენილი თანხა — დეპოზიტი არ ბრუნდება და მყიდველი ხვდება შავ სიაში, რის შემდეგაც პლატფორმაზე მისგან გადახდა აღარ მიიღება.

6.2. დარჩენილი თანხის გადახდის ვადა მითითებულია შეტყობინებაში [X დღე; ადმინისტრატორს შეუძლია ვადის გაგრძელება].

6.3. აქციიდან გასვლა. აქციის დასრულებამდე მყიდველს შეუძლია აქციიდან გასვლა. ამ შემთხვევაში დეპოზიტი უბრუნდება გადახდის პროვაიდერის / ბანკის საკომისიოს გამოკლებით.

6.4. „მალე“ ფაზაში ჩამოსვლის გადადებისას დეპოზიტი ბრუნდება სრულად (პუნქტი 4.3.დ).

7. ფასი, ფასდაკლება და კოდები

7.1. პლატფორმაზე მითითებული ფასები მოიცავს დღგ-ს [დააზუსტეთ კომპანიის დღგ-ის სტატუსის მიხედვით] და ნაჩვენებია ლარში.

7.2. აფილიატის კოდი იძლევა პროდუქტის პირობებით გათვალისწინებულ ფასდაკლებას. აფილიატის კოდის გამოყენებისას საბოლოო თანხა მრგვალდება თეთრამდე ზემოთ.

7.3. ჯგუფური შესყიდვის ფასი შეიძლება შემცირდეს ფასის საფეხურების მიღწევისას; „მალე“ ფაზაში ფასი ფიქსირებულია.

8. მიწოდება

8.1. მიწოდების ხერხები: კურიერით მიწოდება მითითებულ მისამართზე, ან უფასო აღება მომწოდებლის მაღაზიიდან ან კომპანიის საწყობიდან, თუ ეს პროდუქტის ან აქციის პირობებით არის გათვალისწინებული.

8.2. მიწოდების ღირებულება და ვადა გამოითვლება რეგიონის მიხედვით და ჩანს შესყიდვამდე. მიწოდება ხორციელდება მხოლოდ გვერდზე ჩამოთვლილ რეგიონებში.

8.3. აქციაში მიწოდების მისამართის შეცვლა შესაძლებელია დარჩენილი თანხის გადახდისას; ამ დროს მიწოდების ღირებულება ხელახლა გამოითვლება.

8.4. მიწოდება დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით. [დააზუსტეთ რისკის გადასვლის მომენტი.]

9. დაბრუნება

9.1. მყიდველს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე პროდუქტის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად. [იურისტს: ჩამოთვალეთ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისები.]

9.2. წუნიანი პროდუქტი: დაბრუნების მიწოდების ხარჯს იხდის კომპანია.

9.3. გადაფიქრება: დაბრუნების მიწოდების ხარჯს და გადახდის პროვაიდერის / ბანკის საკომისიოს იხდის მყიდველი.

9.4. დაბრუნებული თანხა აისახება მყიდველის Wallet-ში, ან მყიდველის მოთხოვნით ბრუნდება იმავე ბარათზე / ანგარიშზე, იმავე გადახდის პროვაიდერის მეშვეობით, კანონით დადგენილ ვადაში.

10. გარანტია

10.1. პროდუქტზე მოქმედებს მწარმოებლის / მომწოდებლის გარანტია, რომლის ვადა და პირობები მითითებულია პროდუქტის გვერდზე; საგარანტიო ტალონი ხელმისაწვდომია ჩანართში „ფაილები“.

10.2. საგარანტიო მოთხოვნით მყიდველი მიმართავს კომპანიას info@odedoo.com-ზე ან ჩატით. [დააზუსტეთ, ემსახურება თუ არა მომწოდებლის სერვის-ცენტრი პირდაპირ.]

11. Wallet

11.1. Wallet-ზე აისახება მყიდველისთვის დაბრუნებული თანხები. Wallet-ის ნაშთის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი შესყიდვისას, სრულად ან ნაწილობრივ.

11.2. Wallet-ის ნაშთის გატანა შესაძლებელია მხოლოდ თავდაპირველი გადახდის წყაროზე.

11.3. Wallet-ზე წვდომა ხდება ელ-ფოსტაზე გაგზავნილი ბმულით (magic link), პაროლის გარეშე.

12. მყიდველის ვალდებულებები

12.1. მყიდველი ვალდებულია მიუთითოს ზუსტი და სრული მონაცემები და არ გამოიყენოს სხვა პირის მონაცემები.

12.2. მყიდველი ადასტურებს, რომ იცავს 18 წლამდე პირების შესყიდვაში მონაწილეობის წესებს.

12.3. აკრძალულია პლატფორმის ფუნქციონირებაში ჩარევა, მავნე პროგრამული კოდის გავრცელება და პლატფორმის ან მისი სოციალური არხების გამოყენება არაავტორიზებული რეკლამისთვის.

13. პასუხისმგებლობა

13.1. კომპანია პასუხს აგებს პროდუქტის შესაბამისობაზე აღწერასთან, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

13.2. კომპანია არ აგებს პასუხს მყიდველის მიერ მითითებული არასწორი მონაცემებით გამოწვეულ შეფერხებაზე.

13.3. [იურისტს: პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმულირება, რომელიც არ ეწინააღმდეგება მომხმარებელთა დაცვის კანონს.]

14. ინტელექტუალური საკუთრება

პლატფორმის კონტენტი, სახელი odedoo, ლოგო და დიზაინი კომპანიის საკუთრებაა. მათი გამოყენება წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია.

15. ტექნიკური შეფერხებები

პლატფორმა შეიძლება დროებით მიუწვდომელი იყოს ტექნიკური მომსახურების ან გაუმართაობის გამო. ასეთ შემთხვევაში აქციის ვადები არ მცირდება მყიდველის საზიანოდ. [დააზუსტეთ.]

16. ცვლილებები

16.1. კომპანია უფლებამოსილია შეცვალოს წესები. ახალი ვერსია ქვეყნდება პლატფორმაზე თარიღით და მოქმედებს ამ თარიღის შემდეგ დადებულ შესყიდვებზე.

16.2. უკვე დადებულ შესყიდვაზე მოქმედებს ის ვერსია, რომელსაც მყიდველი დაეთანხმა. ყველა ვერსია ხელმისაწვდომია გვერდზე „წესების ვერსიების ისტორია“.

17. საჩივრები და დავები

17.1. საჩივრები განიხილება საჩივრების განხილვის წესის შესაბამისად.

17.2. წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. შეუთანხმებლობისას დავა განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

18. კონტაქტი

info@odedoo.com · ჩატი პლატფორმაზე (WhatsApp / Messenger).

Subscribe to the site

New campaigns and news by email.